დასახელება:
IT ბიზნეს ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
თეგეტა ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ბიზნეს პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
** მოთხოვნების შეგროვება, დოკუმენტირება და პრიორიტეტიზაცია;
** ფუნქციური სპეციფიკაციების მომზადება დეველოპერული გუნდისთვის;
** მჭიდრო თანამშრომლობა Product Owner-თან, პროექტ მენეჯერთან და ტექნიკურ გუნდებთან;
** მონაცემთა ანალიზი და ბიზნეს რეკომენდაციების მომზადება;
** სისტემური ცვლილებების ტესტირებაში და UAT პროცესში მხარდაჭერა;
** პროექტის პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშგება.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკოსის ან მსგავსი როლის შესრულებაში;
** ბიზნეს პროცესების მოდელირების უნარები (BPMN ან მსგავსი);
** მოთხოვნების დოკუმენტირების გამოცდილება;
** პროექტის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira, Confluence ან მსგავსი);
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
** IT/ციფრულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების ცოდნა;
** Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1950
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|