დასახელება:
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
ორგანიზაციის შესახებ:
"სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ელ. ფოსტით, სატელეფონო ზარებით და სხვა არხებით კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** კლიენტებზე მორგებული კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა და თანამშრომლობა;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა და მუდმივი განახლება;
** მომხმარებელთა გამოცდილების ანალიზი და გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი;
** მჭიდრო თანამშრომლობა სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან და თანამშრომლებთან კლიენტების მოთხოვნებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
** პრობლემური გამოცდილებების იდენტიფიცირება, შესაბამისი პირების ინფორმირება და გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
** პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების ან კომუნიკაციების მიმართულებით.
** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან გაყიდვების სფეროში (სასურველია IT სექტორში);
** მონაცემებთან მუშაობისა და ანალიტიკური უნარების ფლობა;
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** Jira-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.
განაცხადის გაკეთება
დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
|
|
|
|