Робота для біженців з України
გრაფიკოსი დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკოსი დიზაინერი
მომწოდებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს შერჩევას გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანი: უნივერსიტეტის სოციალური არხებისთვისა და სარეკლამო მასალებისთვის დიზაინის შექმნა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული - კვირაში 2 დღე დისტანციურად, 3 დღე ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** გრაფიკული დიზაინის შექმნა (ლოგო, ბრენდბუქი, სარეკლამო მასალები, დიზაინის კონცეფცია და ა.შ.);
** სოციალური მედიისთვის დიზაინის შემუშავება/მომზადება;
** პოლიგრაფიულ დიზაინის შექმნა და საბეჭდად გამზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B1)
** აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator.

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სიახლეებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** საქმიანობის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "გრაფიკოს დიზაინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 6 ოქტომბერი

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე