Робота для біженців з України
ბელბოი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** დეპარტამენტი: ფრონტ ოფისი
** უშუალო ხელმძღვანელი: ფრონტ ოფის მენეჯერი
** მდებარეობა: ბათუმი, ჟიული შარტავას ქ. N8
** გრაფიკი: 08:00-16:00, 16:00-00:00 (5/2)

მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** სტუმრის მისალმება შემოსვლისას, მანქანის კარის გაღება და მათი შემოპატიჟება სასტუმროში.
** სასტუმროს და ადგილობრივი მომსახურების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მიწოდება სტუმრისთვის.
** სტუმრის ბარგის უსაფრთხო ტარება შემოსვლის წერტილიდან ოთახამდე და ოთახიდან გასვლის წერტილამდე (მებარგული უნდა იცნობდეს ბარგის გადასატანი ურიკის უსაფრთხოდ დატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადაადგილების სტანდარტებს ისე, რომ მებარგულის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს)
** ინფორმაციის ფლობა ავტოსადგომისა და მთავარი შესასვლელის მდგომარეობის შესახებ.
** ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნება ყველა განყოფილებასთან, რათა შეძლოს სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება სტუმრისთვის ნებისმიერ დროს.
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.
** დახმარება ბარგის გატანაზე და დამშვიდობება.
** FO მენეჯერის ინფორმირება საჭირო საკითხებზე და ნებართვის აღება, დახმარება გაუწიოს სტუმარს სპეციფიკური სურვილების შესასრულებლად.
** არ განახორციელოს გაუთვალისწინებელი აქტივობა, რომელიც საფრთხის შემცველია. დაუყოვნებლივ შეატყობინოს ყველანაირი საფრთხის შესახებ ხელმძღვანელს.
** სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან ხშირი და დროული კომუნიკაცია საჭიროებისამებრ.
** სხვა დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თურქული ენა - სასაუბრო დონეზე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@billionairehotel.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

სასტუმრო "Billionaire Hotel by Wyndham" გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე