Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=669290&print=yes&view=jobs
 
ბავშვთა სტომატოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა სტომატოლოგი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კლინიკა
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 18 წელზე მეტია პაციენტების ნდობითა და კეთილგანწყობით წარმატებით საქმიანობს, ფართოვდება და ახალ მისამართზე — თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ, მაღალი კლასის სივრცეში გადადის.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს და ვაცხადებთ ვაკანსიას ბავშვთა სტომატოლოგის პოზიციაზე თბილისში.

თუ გაქვთ გამოცდილება ბავშვთა თერაპიულ მკურნალობასა და ქირურგიაში და გსურთ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ, გეძლევათ საუკეთეს შანსი შემოუერთდეთ წარმატებული ექიმების გუნდს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება სტომატოლოგიის მიმართულებით;
** მოქმედი ლიცენზია სტომატოლოგიურ საქმიანობაზე;
** გამოცდილება ბავშვთა სტომატოლოგიაში (ქირურგიული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** პაციენტთან მუშაობისას ყურადღებიანი და მეგობრული დამოკიდებულება;
** გუნდში მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსური სისტემა ან %-ზე დაფუძნებული ანაზღაურება;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, (სასურველია ფოტოსურათით) ელფოსტაზე: hrncclinic@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია