Робота для біженців з України
სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორი/სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორი/სპეციალისტი
მომწოდებელი: მეგაკო
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე პროგრამის (wms systems) ადმინისტრატორ/სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სასაწყობე პროგრამის (wms systems) მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
** სასურველია MS Excel ცოდნა;

მოვალეობები:

** პროდუქტის, ლოკაციის, ინვენტარის და სხვა მონაცემების განახლება
** მონაცემთა სიზუსტის კონტროლი და ანალიზი
** ავტომატიზებული პროცესების მონიტორინგი
** პროცესების შესრულების მონიტორინგი და სისტემის განახლებული მონაცემების ანალიზი.
** სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, რეპორტების მომზადება და წარდგენა;

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** ანაზღაურება: დამოკიდებულია სამუშაო გამოცდილებაზე
** სხვა ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო კავშირის ულიმიტო პაკეტი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: HR@megako.ge 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სასაწყობე პროგრამის (wms systems) ადმინისტრატორ/სპეციალისტი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, რეზიუმე კომპანიაში ინახება ვაკანსიის ამოწურვამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე