Робота для біженців з України
ბარისტა - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: illy Caffè
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
"Illy caffe"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი.

"illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა

ლოკაცია: აეროპორტის ფილიალი

პირობები:

** ანაზღაურება: 6.11 ლარი საათში +2 % ნავაჭრის (1 თვის შემდეგ) + თიფსი (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 %)
** ოფიციალური დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება
** სამუშაო გრაფიკი: 2X2, 12სთ, თვეში 15 დღე, დღე ღამე სმენები, მცოცავი
** სამედიცინო დაზღვევა
** კვება.

მოვალეობები:

** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება
** კაფეში ერთი ან რამოდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბარისტად მუშაობის გამოცდილება
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** ინგლისური (სავალდებულო); რუსული (სასურველია)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე