დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მაღაზია
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიაში ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის 144
სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:00 ან 16:00-23:00, კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
ანაზღაურება: 900₾ ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაცია
** მაღაზიაში არსებული მარაგის კონტროლი
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა
** მაღაზიაში სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნებაში მონაწილეობა (დამლაგებელი უზრუნველყოფილია, თუმცა კონსულტანტსაც მოეთხოვება ყოველდღიური წესრიგის დაცვა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსულის მინიმალური დონე ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** აქტიურობა და კომუნიკაბელურობა
დამატებითი ინფორმაცია:
** შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ ანაზღაურებადი ტრეინინგი
** ვეძებთ სტაბილურ კადრს, მინიმუმ 1-წლიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად: ihubinfo1@gmail.com
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
|
|
|
|