Робота для біженців з України
უფროსი Fullstack დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი Fullstack დეველოპერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 550-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტში Senior Fullstack Developer-ის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება TypeScript/JavaScript პროგრამირების ენებისა და NodeJS/React/React Native-ის გამოყენებით;
** პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის შემუშავება, მათ შორის ტექნიკური მახასიათებლებისა და სისტემის არქიტექტურის შექმნის ფაზებში, კოდის წერის პროცესის აღსრულება და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა;
** ვერსიის კონტროლის სისტემების (მაგ. Git-ს) გამოყენება კოდის მართვისა და სხვა დეველოპერებთან ეფექტურად თანამშრომლობისთვის;
** კოდის განხილვაში (Code review) ჩართულობა, კოდის წერის სტანდარტის დაცვა და კოდის მაღალი ხარისხის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** არსებული კოდის ოპტიმიზაცია, რეფაქტორინგი პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის, სტრუქტურის ან/და იმპლემენტაციის გაუმჯობესების მიზნით;
** კოდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - კოდის წერის უსაფრთხო სტანდარტის დანერგვა და უსაფრთხოების პროცესის მონიტორინგი;
** პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების (Bugs) იდენტიფიცირება და გადაჭრა;
** მობილური, ვებ და სისტემური აპლიკაციების უწყვეტი მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება — მათ შორის, შეცდომების დიაგნოსტიკა და გამოსწორება, ასევე, არსებული ფუნქციონალის გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია;
** Unit და Integration ტესტების დაწერა, ფუნქციონალის ტესტირების ფაზაში აქტიური ჩართულობა კოდის სტაბილურობის, ხარისხისა და მუდმივი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
** მრავალფუნქციურ გუნდებთან, მათ შორის პროდუქტის მფლობელებთან, ანალიტიკოსებთან, ტესტერებთან, დიზაინერებთან და სხვა დეველოპერებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** NodeJS/React/React Native დეველოპმენტის პროცესის უახლესი ტენდენციების, საუკეთესო პრაქტიკებისა და ხელსაწყოების გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი კომპიუტერული, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში (ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ქსელები და სისტემები, ტელეკომუნიკაცია, მათემატიკა).
** სასურველია 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება NodeJS/React/React Native დეველოპმენტში. TypeScript/JavaScript პროგრამირების ენების და NodeJS მოდულების ღრმა ცოდნა.
** პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის პრინციპების, დიზაინის შაბლონების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
** კოდის საფუძვლიანად მიმოხილვის უნარი, კოდის ხარისხის უზრუნველსაყოფად, საუკეთესო პრაქტიკის დაცვის და შენარჩუნების შესაძლებლობა.
** გამოცდილება Unit ტესტების, ინტეგრაციის ტესტებისა და ავტომატური ტესტების შექმნისა და ფრეიმვორქების კუთხით.
** პრობლემებისა და რთული ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.
** არარელაციური მონაცემთა ბაზებისა და ინსტრუმენტების (MongoDB) ცოდნა.
** რელაციური მონაცემთა ბაზების ცოდნა.
** Front-End ტექნოლოგიების (HTML, CSS, React) ცოდნა.
** ვერსიის კონტროლის სისტემების ცოდნა (მაგ., Git).
** პაკეტის მენეჯერების ცოდნა (მაგ., npm).
** კოდის სტატიკური ანალიზის ხელსაწყოების ცოდნა (მაგ., VeraCode, SonarQube).
** მონიტორინგის ხელსაწყოების ცოდნა.

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Senior Fullstack Developer"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 ოქტომბერი, 2025 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე