Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=669235&print=yes&view=jobs
 
Middle React Native დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Middle React Native დეველოპერი
მომწოდებელი: Talkpal
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"Talkpal" აცხადებს ვაკანსიას Middle React Native დეველოპერის თანამდებობაზე სრულ განაკვეთზე.

"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 5 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

ჩვენი პროდუქტის (iOS, Android & Web) განვითარებისთვის ვეძებთ React Native-ის middle დეველოპერს, რომელიც იმუშავებს ჩვენს Front-end-ის გუნდთან ერთად React Native-ის და React-ის მიმართულებით.

შენი ძირითადი სამუშაო:

** აპლიკაციის (iOS, Android & Web) ახალი ფუნქციების შემუშავება
** არსებული ფუნქციების გაუმჯობესება
** კოდის დებაგინგი და აპლიკაციაში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრა
** პროდუქტის გუნდთან კოორდინაცია

შენ მოგაქვს:

** მობილურ და ვებაპლიკაციებზე მუშაობის 2+ წლიანი პროფესიული გამოცდილება
** მობილური აპლიკაციების Performance ოპტიმიზაციის ცოდნა
** React Native-ის და React-ის საფუძვლიანი ცოდნა
** RESTful API-სთან მუშაობის გამოცდილება
** Git ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების ცოდნა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: Remote
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

გსურს შემოგვიერთდე? გამოგვიგზავნე CV აქ: info+reactnative@talkpal.ai 2025 წლის 23 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის კოდი: 8722-2025.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნეს თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია