Робота для біженців з України
IT პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში IT პროექტების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** Agile / Scrum მეთოდოლოგიების დანერგვა და ყოველდღიური პროცესების მართვა (Daily Standups, Sprint Planning, Retrospectives);
** Product Owner-თან და ბიზნეს გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
** პროექტების გეგმის, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
** რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვა;
** გუნდის წევრების მოტივაცია და ეფექტიანობის გაზრდა;
** პროექტის პროგრესის რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ანალიტიკის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** 3+ წლიანი გამოცდილება პროექტ მენეჯერის, Scrum Master-ის ან მსგავსი როლის შესრულებაში;
** Agile / Scrum მეთოდოლოგიის პრაქტიკული ცოდნა;
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** გუნდურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ტექნოლოგიურ/ციფრულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** Jira, Confluence ან მსგავსი პროექტის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა;
** სერტიფიკატები (Scrum Master, PMP, Prince2 ან Agile Coach);
** მრავალფუნქციურ გუნდებთან (UX/UI, Development, QA, Business) მუშაობის გამოცდილება.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1947

"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე