დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 საათამდე;
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის სრული პროცესის მართვა და კონტროლი;
** ფინანსური დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისად დღგ-ის, მოგების, საშემოსავლო, ქონების სოც. შენატანები და სხვა გადასახადების დროულად და სწორად დარიცხვა/ანგარიშსწორება;
** ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადება (მენეჯმენტისთვის, აუდიტისთვის, ზედამხედველ ორგანოებისთვის და ა.შ.);
** კლინიკის შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების კონტროლი;
** შრომის ანაზღაურების დაანგარიშების კონტროლი სწორად დარიცხვა/ანგარიშსწორება;
** სადაზღვევო და სხვა პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა, დარიცხვის/ანგარიშსწორების წარმოება;
** სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული დაფინანსების სწორად ასახვა და მონიტორინგი;
** საბანკო ოპერაციების, სალაროს და ბუღალტრული დოკუმენტების მართვა;
** ფინანსური რისკების მართვა და შემცირების რეკომენდაციების მომზადება;
** ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმება;
** ინვოისების, ხელშეკრულებების, სხვა პირველადი დოკუმენტების ანალიზი და კონტროლი.
** კუთვნილების მიხედვით კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, აქედან 3 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროგრამა "FINA"-ში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ძირითადი პრინციპების ცოდნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** Rs.ge ზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული თვისებები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად/დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** ინფორმაციის შეგროვების უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2025 წლის 10 ოქტომბერი
|
|
|
|