Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=669192&print=yes&view=jobs
 
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ენსო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"ენსო ჯგუფი" არის კომპანიების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ საერთო სამუშაო პროცესები, ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლობა შესრულებულ ამოცანებზე.

ჩვენ ვფარავთ სრულ ციკლს - კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მოწყობილობების მიწოდებითა და მონტაჟით გაგრძელებული, 24/7 ოპერირებით დასრულებული. ჩვენი საქმიანობა მოიცავს წყლის სატუმბ სადგურებს, წყლის ფილტრაციას, ქიმიურ დოზირებასა და დეზინფექციას.
ჩვენი მისიაა შევქმნათ საიმედო, ეფექტიანი და მარტივად სამართავი საინჟინრო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის, კლიმატისა და უსაფრთხოების სფეროებში კვალიფიციურ მომსახურებას.

ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://ensogroup.ge/

ვაცხადებთ ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება პროდუქციის მოწოდების და რეალიზაციის უწყვეტი პროცესის ორგანიზებაში.

რა დაგევალებათ?

** დაქვემდებარებული კატეგორიის ასორტიმენტის სრულყოფილი შესწავლა;
** ბაზრის ანალიზი, პერიოდული მონიტორინგი;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება;
** მარაგების კონტროლი და პროდუქციის ნაშთების მართვა;
** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა.

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:

** გაქვთ უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** გაქვთ შესყიდვების ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფლობთ ინგლისური ან/და რუსულ ენას მაღალ დონეზე;
** იცით საოფისე პროგრამები (განსაკუთრებით MS Excel);
** გაქვთ პროგრამაში 1C მუშაობის გამოცდილება;
** გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
** საპარკინგე ადგილს;
** კორპორატიულ ნომერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული თანამშრომლის უფლება იყოს დაცული. ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ:

** შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)
** უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები
** პერსონალური მონაცემების დაცვა

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@ensogroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს "ენსო ჯგუფის`` მიერ კანონმდებლობის შესაბამისად

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია