Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: საზღვაო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სს "საზღვაო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ;
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** პაციენტის კონსულტაცია მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით;
** ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა და რეგისტრაცია;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (სასურველია სამედიცინო განათლება);
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური, სასურველია რუსული;
** გამართული მეტყველება;

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
** კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: office@mh.com.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "ქოლცენტრის ოპერატორი".

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 24 ოქტომბერი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე