დასახელება:
კვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლანჩბოქსების კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
ლანჩბოქსების კომპანია აცხადებს ვაკანსიას კვების მენეჯერის პოზიციაზე.
(კომპანია მუშაობს მხოლოდ გატანაზე)
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
ფუნქცია-მოვალეობები:
** კვების ობიექტის ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
** მიმდინარე საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
** საჭიროებისამებრ, პერსონალს შორის ფუნქციათა ეფექტური გადანაწილება, მათთვის დახმარების გაწევა დაგეგმილი საქმის შესრულებისათვის;
** ყველა სააღრიცხვო დოკუმენტის სწორი წარმოება და დროული მიწოდება ადრესატისთვის;
** ლანჩბოქსების საკვების ვიზუალის და სხვა თვისებების მკაცრი კონტროლი;
** მარაგების მიწოდების მომენტში მიღებული პროდუქტის ხარისხიანობის, ვადიანობისა და ეტიკეტირების კონტროლი;
** ობიექტზე ტექნიკის სწორად ექსპლუატაცია, ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** კომუნიკაბელური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დაგეგმვა/ორგანიზების და დროის მენეჯმენტის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Elsilunch@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|