Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი, ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი, ბელბოი
მომწოდებელი: Geos Georgia
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კერძო დაცვის კომპანია "ჯეოს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის და ბელბოის პოზიციაზე ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროში.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** სტუმრებისა და პერსონალის შესვლა-გასვლის კონტროლი, ვიდეო მონიტორინგი
** საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება
** სტუმრების დახვედრა და გაცილება, ბარგის გადატანა და დახმარება
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და სერვისებში დახმარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობა და ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** სტაბილურ დასაქმებას და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ორჯერად კვებას

ლოკაცია: ქ.თბილისი, საბურთალო
გრაფიკი: 3/1, 24 საათი
ანაზღაურება: 800-900 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: hr@geosgeorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 500 50 41 04 (სამუშაო საათებში: 10:00 - 19:00).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე