დასახელება:
დსთ მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Royal Express
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას დსთ მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია, მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ /ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვის გზით.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, აღმ. ხეივანი #19;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 -18:00;
ანაზღაურება: 1, 800 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი თითოეულ გადაზიდულ ტვირთზე
ჯანმრთელობის დაზღვევა
შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე deyoff;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დსთ-ქვეყნების მიმართულებით ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვის უზრუნველყოფა (იმპორტი/ექსპორტი);
** ავტო-ტრანსპორტის მოძიება /გადაზიდვის საუკეთესო ფასის დადგენა;
** გადაზიდვის ვადების და მარშრუტების მონიტორინგი, ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** გადაზიდვის დეტალების პროგრამულად ასახვა / შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა სატრანსპორტო კომპანიაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება დსთ ქვეყნების მიმართულებით;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციის და ორგანიზებულობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@rexpress.net სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
|
|
|
|