Робота для біженців з України
რეპორტინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტინგის ოფიცერი
მომწოდებელი: ალმა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"ალმა" წამყვანი სარეკლამო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანიას გარე რეკლამის მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ წლების განმავლობაში უცვლელია ჩვენი ყველაზე დიდი ინსპირაცია - მომხმარებელი და მისი კმაყოფილება.

"ალმას" ისტორია 1995 წლიდან იწყება, როცა კომპანია ჯერ კიდევ "Alma Plus"-ის სახელით ოპერირებდა. ამ ხნის განმავლობაში "ალმამ" გარე რეკლამის ინდუსტრიაში უკონკურენტო ადგილი დაიკავა. 2013 წლის ოქტომბერს კი შეუერთდა ვისოლ ჯგუფს.

ჩვენი მისიაა, საქართველოში განვავითაროთ გარე რეკლამის სფერო, დავნერგოთ ახალი და ინოვაციური პროდუქტები.

ვაკანსია: რეპორტინგის ოფიცერი

კომპანია "ალმა" ეძებს რეპორტინგის ოფიცერს, რომელიც დაინტერესებულია ბაზრის ანალიზით და ინფორმაციის პროცესირებით გარე რეკლამის სფეროში.

ეს პოზიცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი გარე რეკლამის სტრატეგიის ეფექტურობის და შედეგიანობის განსაზღვრაში.
რეპორტინგის ოფიცერი აგროვებს და ანალიზს უკეთებს მონაცემებს მგზავრთა ნაკადებისა და თავშეყრის ადგილების შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სარეკლამო კონსტრუქციების ეფექტურობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და მნიშვნელოვანი მოვლენების მონიტორინგი (მაგალითად: სპორტული ღონისძიებები, საგზაო რეაბილიტაციები და სხვა).
** მგზავრთა ნაკადებისა და თავშეყრის ადგილების ანალიზი და დამუშავება.
** მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ინტერპრეტაცია გარე რეკლამის სტრატეგიებისთვის.
** მუშაობა ანალიტიკის სამსახურთან მონაცემების სწორი ინტეგრაციისთვის და რეპორტების მომზადებისთვის.

მოთხოვნები:

** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მონაცემების შეგროვების, დამუშავების და ანალიზის უნარი .
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა. (MS Office - განსაკუთრებით Excel)

"ალმა" გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** თავისუფალ და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია.
** მოგეცემათ შესაძლებლობა, თქვენი იდეებითა და ინიციატივებით წვლილი შეიტანოთ გარე რეკლამის ეფექტურობის განსაზღვრაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი: 10:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით (სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@alma.ge

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე