დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მაღაზიათა ქსელი გვირილა
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია დინამიურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს და კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს.
შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** საკანცელარიო ნივთების ზუსტად აღრიცხვის უზრუნველყოფა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯვითი ბიუჯეტის შედგენა, ხელმძღვანელთან შეთანხმება და მისი კონტროლი.
** თანამშრომლებისგან საკანცელარიო ნივთების შეკვეთების მიღება და შესაბამისი შესყიდვების წარმოება, საუკეთესო ფასის და ხარისხის გათვალისწინებით.
** ტრენინგების, თათბირების და სხვა შეხვედრების ორგანიზება შესაბამისი დროის, ადგილის და საჭირო აღჭურვილობის გათვალისწინებით.
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (ხელშეკრულებები, ბრძანებები და სხვა) მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
** ოფისში შემოსული სტუმრების დახვედრა, დაკვალიანება და შესაბამის პირებთან გადამისამართება.
** კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება-გაგზავნა) ორგანიზება-კოორდინირება
** შემოსული და გასული წერილების აღრიცხვა
** ფოსტის მიღება/გაგზავნა
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია MS Office-ის ცოდნა.
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** მეგობრულ გუნდს
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, ახ.მელაშვილის ქ N2 (სათავო ოფისი)
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge;
|
|
|
|