დასახელება:
არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** პროგრამების - ArchiCAD, Photoshop - ცოდნა;
** აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ნორმატიული მოთხოვნების ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არქიტექტურული პროექტების ნახაზების შექმნის პროცესში მონაწილეობა;
** არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების კორექტირება;
** სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტები, სამუშაოს მსვლელობის ზედამხედველობა;
** შეთანხმებულ პროექტთან მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობის დადგენა და რეპორტინგი;
** პროექტის შესათანხმებლად საჭირო სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა; პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის უზრუნველყოფა;
** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 22.10.2025-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|