Робота для біженців з України
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: კონსილიუმ მედულა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს HR სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრირება.
** შერჩევისა და ადაპტაციის პროცესში ჩართულობა.
** თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების პროგრამებში ჩართულობა.
** სახელფასო უწყისის მომზადებაში მონაწილეობა.
** კლინიკაში დანერგილი HR სოფტების მართვა.
** შიდა ჩართულობის კვლევებში მონაწილეობა.
** კლინიკაში ჯანსაღი, პოზიტიური და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
** სხვადასხვა HR ღონისძიებებში ჩართულობა საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა და ორგანიზაციული განვითარება)
** ადამიანური რესურსების სფეროში სამუშაო გამოცდილება 1 წელი (აუცილებელია)
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიტიკული შემთხვევების მართვის უნარი
** ემპათიურობა
** ინოვაციურობა და ინიციატივიანობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე