დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სურსათი აგრო ვეტერინარია
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი აგრო ვეტერინარია აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციას.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია მოვალეობები:
** პოტენციური დამკვეთის მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა;
** დამკვეთთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
** დამკვეთთან კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
** კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ დამკვეთმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
** არსებულ დამკვეთთან ურთიერთობის განვითარება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, სასურველი გამოცდილება ჰქონდეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
რას გთავაზობთ კომპანია:
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: info@internationallaboratory.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|