Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668997&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: Postred
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"POSTRED" არის შემოქმედებითი აუდიო სერვისების კომპანია, რომელიც მხარს უჭერს ხმის არტისტებს შთამბეჭდავი ისტორიების თხრობაში.

"POSTRED"-ის პარტნიორები მსოფლიოში ცნობილი ფილმებისა და ვიდეოთამაშების სტუდიები და კომპანიები არიან. "POSTRED"-ს გამოარჩევს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, უახლესი ინფრასტრუქტურა და მუდმივად სიახლეების ძიება.

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების მხარდაჭერა;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონაცემთა ბაზის განახლება;
** თანამშრომლებსა და პარტნიორებთან კომუნიკაციაში დახმარება;
** ოფისის კეთილმოწყობასა და მარაგების მართვაში მხარდაჭერა;
** შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზების პროცესში ჩართულობა;
** სხვა ყოველდღიური ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან სხვა შესაბამისი სფერო);
** სასურველია საოფისე საქმიანობაში გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2/C1 დონეზე ცოდნა;
** Google Workspace, Canva, Figma, Keynote ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

პოზიცია: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: დიღმის მასივი, სანდრო ახმეტელის ქუჩა 10ა
სახელფასო განაკვეთი: 800-1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი შეავსეთ შემდეგ ლინკზე: https://wkf.ms/4e3QHsO

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს POSTRED-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: hello@postredaudio.com ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: სანდრო ახმეტელის ქუჩა 10).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია