დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება/შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
HSE Group
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
HSE Group არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. HSE Group თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/
კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N7
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე
სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშობა განაგრძოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
** სტაჟირების პერიოდი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.
** სტაჟირების თეორიული ნაწილი ორიენტირებულია საკანონმდებლო ცოდნის განმტკიცებაზე.
** სტაჟირების პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში, სტაჟიორები შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებად ტრანსფორმაციას და გაეცნობიან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სამუშაოს სრულ ციკლს:
** რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა;
** პარტნიორ კომპანიებში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშგება/რეპორტინგი;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის კვლევა და ანგარიშის მომზადება;
** დოკუმენტაციის შემუშავება;
** დასაქმებულთათვის გეგმური და მიზნობრივი ინსტრუქტაჟების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობისა და რეგლამენტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მართვის მოწმობა B კატეგორია, (სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა);
უნარები და პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge და გთხოვთ გაითვალისწინოთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
შპს "ეიჩესი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|