Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668961&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ედვინგსი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კომპანია "Adwings" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფეიქართა ქ. N14 (გლდანის ხიდებთან, მ/ს სარაჯიშვილთან ახლოს)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება), შაბათს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: 1200 ლარიდან გამოცდილების მიხედვით მზარდი.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების შესრულება;
** ანგარიშ ვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
** მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
** სამეურნეო და სარემონტო ხარჯების დარიცხვა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე;
** გაწეული მომსახურებების პროგრამული დარიცხვა, ფაქტურების დადასტურება, გამოწერის მოთხოვნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის მიმართულებით;
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ელემენტარული ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ელფოსტა: hr@adwings.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია