Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668938&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ინსტა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"ინსტა" ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 26 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე.

ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო-სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ხარისხზე ორიენტაციას, ხარჯების ოპტიმიზაციას, მოქნილობას, კომუნიკაციასა და საიმედოობას. წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA.

დღეს "ინსტას" აქვს საქართველოში ყველაზე დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც 50-ზე მეტი პარტნიორის 12, 000-ზე მეტი პროდუქტი მუდმივად ხელმისაწვდომია.

ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

ვაკანსია: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშ-პარ)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კორპორაციულ ნომერი;
** Fitpass

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საერთაშორისო მომწოდებლებთან რეგულარული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** კომპანიაში არსებული მარაგების მუდმივი კონტროლი და რეპორტინგი;
** მიღებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება მომიჯნავე დეპარტამენტებთან;
** 1C დადასტურებული შეკვეთების განთავსება და შემდგომ მისი დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების რეპორტის წარმოება;
** მომწოდებლებთან გადახდის, მოწოდების პირობების გაუმჯობესება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საერთაშორისო შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული B2 დონე, როგორც საკომუნიკაციო, ისე, წერილობით;
** Excel-ის მომხმარებლის დონეზე ფლობა;
** სასურველია 1C სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: m.natroshvili@insta.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი".

ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "ინსტა"- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად "ინსტაში" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები "ინსტას" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ინსტა" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშაოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს "ინსტაში", ასევე, სხვა "ინსტა" პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების "ინსტა"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ "ინსატ"-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე, ტელ.: + (995 32) 220-20-20;

ვებ-გვერდი: https://www.insta.ge/ka/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია