დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ბათუმში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში;
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Excel);
** სასურველია: B1 კატეგორიის მართვის მოწმობა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე crocus.pharm@gmail.com თანდართული ფოტოთი.
სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო წარმომადგენელი ბათუმი).
|
|
|
|