Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668934&print=yes&view=jobs
 
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: EV Power
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"EV Power" არის ახალი ენერგეტიკული კომპანია, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური და მდგრადი მომავალი. ამ მიზნის მისაღწევად ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს, რომელიც შემოგვიერთდება ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების შეუფერხებელ მუშაობას და, ამავდროულად, წარუძღვება ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ ინიციატივებს, ორგანიზაციის პოზიციების გასაძლიერებლად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საოპერაციო მართვა: ყოველდღიური ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
** სტრატეგიული დაგეგმვა: კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება (ბაზრის ანალიზისა და მომხმარებელთა ქცევის კვლევის საფუძველზე).
** გუნდური თანამშრომლობა: პროდუქტის განვითარებისა და ტექნიკურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ფუნქციონალის დანერგვისა და არსებული პროცესების გასაუმჯობესებლად.
** პარტნიორული ურთიერთობები: პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება სერვისების ეკოსისტემის გაფართოების მიზნით.
** მარკეტინგული აქტივობები: მარკეტინგის გუნდთან ერთად მიზნობრივი კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ცნობადობის გაზრდისა და ახალი მომხმარებლების/პარტნიორების მოსაზიდად.
** ანალიზი და რეპორტინგი: ბაზრის ტენდენციების ანალიზი, შედეგების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ბიზნესის განვითარება, პროექტების მართვა, ოპერაციების მართვა).
** სასურველია ენერგეტიკის ან ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. სასურველია რუსულიც საკომუნიკაციო დონეზე

აუცილებელი უნარები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
** პროექტების მართვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
** როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი.
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი 3000 ლარი (ხელზე ასაღები).
** კარიერულ ზრდას: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ და მზარდ ინდუსტრიაში.
** პროფესიონალურ გარემოს: მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას A კლასის ბიზნეს ცენტრში (City Tower, თბილისი).
** სამუშაო განაკვეთი: სრული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: nj@power-it.ge.

გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "EV Power ბიზნესის განვითარების მენეჯერი".

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია