დასახელება:
ელექტრო ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ABIO ENGY
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
ენერგეტიკული კომპანია "ABIO ENGY" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ავტომობილების დამტენი სადგურების მომსახურე ინჟინრის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია ელექტრო ავტომობილების დამტენების მონიტორინგი, მათი პრევენციული და კორექტული მომსახურება, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
ძირითადი მოვალეობები:
ოპერაციები და მონიტორინგი
** EV დამტენების ყოველდღიური მუშაობის კონტროლი და სისტემების მონიტორინგი.
** განგაშების, შეფერხებებისა და პრობლემების დროული აღმოჩენა და რეაგირება.
** მონაცემების ანალიზი და მუშაობის ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება.
პრევენციული და კორექტული მოვლა
** დამტენების რეგულარული შემოწმება და პრევენციული ტექნიკური მომსახურება.
** ელექტრული ტესტირება და დიაგნოსტიკა, დაზიანებული ნაწილების შეცვლა/შეკეთება.
** პროგრამული განახლებებისა და დიაგნოსტიკური ხელსაწყოების გამოყენება.
უსაფრთხოება და დოკუმენტაცია
** ელექტრო უსაფრთხოების ყველა სტანდარტისა და პროცედურის დაცვა.
** შესრულებული სამუშაოების დეტალური დოკუმენტირება.
** ადგილობრივი რეგულაციების და მწარმოებლის გაიდლაინების დაცვა.
ტექნიკური მხარდაჭერა
** მომხმარებლებისათვის და პარტნიორებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა.
** ხარვეზის მთავარი მიზეზის ანალიზში მონაწილეობა შეფერხებების დროს.
** ახალი EV დამტენების გაშვების პროცესში მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტროინჟინრის პოზიციაზე.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** EV დამტენების ტექნიკური ტრენინგი უპირატესობად ჩაითვლება.
** პროგრამული მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება.
უნარები
** პრობლემების დიაგნოსტიკის უნარი.
** ელექტრო სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაცია და ანგარიშგების უნარი.
** მზადყოფნა მოგზაურობისა და სხვადასხვა ობიექტზე ადგილზე მუშაობისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებული ხელფასი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს A კლასის ბიზნეს ცენტრში, თბილისში, City Tower-ში
** სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: nj@power-it.ge
აუცილებლად მიუთითეთ ველში ვაკანსიის სათაური - ელექტრო ინჟინერი.
|
|
|
|