Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668914&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: თეთრეულის სამრეცხაო
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
თეთრეულის სამრეცხაო აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე

მისამართი: ა. გოგოლაურის I შესახვევი #4, თბილისი (წერეთლის მეტროსთან ახლოს)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 1 დღე დასვენება

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მართოს გუნდი, უზრუნველყოს პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობა და პარტნიორ სასტუმროებთან კომუნიკაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის შერჩევა, ⁠სამუშაო გრაფიკის შედგენა და თანამშრომლების ეფექტურად მუშაობის კოორდინაცია;
** ხარისხის კონტროლი და ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველყოფა;
⁠** სრულ საოპერაციო პროცესზე, მათ შორის დანადგარების და ინვენტარის ტექნიკურ გამართულობაზე ** პასუხისმგებლობა და შეფერხების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** მარაგების კონტროლი და კომუნიკაცია დისტრიბუტორებთან;
⁠** პარტნიორ სასტუმროებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობა - ავტომატურo პრესის უთოსთან მუშაობა, შრობა, დაკეცვა, შეფუთვა;
** ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება და სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევბეი:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა)

შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია შემდეგ ელფოსტაზე info@gcleaning.ge ან დაგვიკავშირდით: +995 599 40 66 00
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია