დასახელება:
ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარი
|
მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტის) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე (1 ვაკანსია)კანდიდატის შესარჩევად.
ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტის) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1130 (ათს ას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
აპლიკანტს მოეთხოვება:
** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
** უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ"; საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;
აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
** კომპიუტერული უნარები;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტის) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
** მკითხველის დახმარება კატალოგთან მუშაობის დროს, სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზის შეთავაზება.
** მკითხველთა რეგისტრაცია და მომსახურება;
** საბიბლიოთეკო დოკუმენტების მაქსიმალურად სწრაფად ძებნა და ცირკულაცია;
** საბიბლიოთეკო დოკუმენტის გაცემა;
** გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტის დროულად დაბრუნებაზე ზრუნვა;
** დაბრუნებული წიგნების საცავებში განლაგება;
** აბონემენტის წიგნადი ფონდის ელექტრონულ კატალოგ "Evergreen"-ში შეტანა;
** მატერიალური პასუხისმგებლობა აბონემენტის განყოფილების წიგნად ფონდზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ`;
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 25 სექტემბრიდან 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge
სათაურის ველში უნდა მიეთითოს "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი)".
|
|
|
|