Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668906&print=yes&view=jobs
 
ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
შპს "პალატი" პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2022 წელს და ყველა მიმართულებით დღემდე აქტიურად ვითარდება.
კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, საექსპორტო ფანერებს და საწარმოო პროცესის ზრდის პარალელურად, იკრებს გუნდის ახალ წევრებს.

სწორედ ამ ზრდასთან დაკავშირებით, შესყიდვების გუნდში ვეძებთ ახალ წევრს.

პოზიციის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00;
მდებარეობა: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია წარმოების სფეროში, შესყიდვებში, სამშენებლო მასალების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების წლიური, კვარტალური და ყოველთვიური გეგმის შედგენის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების გეგმისა და საჭიროების მიხედვით, შესყიდვების ტიპის შერჩევა და დაგეგმვა;
** შესყიდვების პროცესის წარმართვის უზრუნველყოფა გეგმის შესაბამისად დელეგირების ფარგლებში;
** კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესყიდვების შეთანხმება დირექტორთან და პირადი კონტროლის ქვეშ აყვანა;
** მომწოდებელთა ბაზის შექმნის, განახლების და მართვის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან და გადამზიდ კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოების უზრუნველყოფა;
** კონტრაქტის პირობების შესრულების მონიტორინგი;
** ხელშეკრულებების ვადების კონტროლი;
** სავარაუდო ღირებულებისთვის ბაზრის კვლევის, ფასთა გამოკითხვის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციაში შესყიდვების და ლოგისტიკის სრული ციკლის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის მოტივაციისა და ლიდერობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** მიზანდასახულობას და განვითარების სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. ამ სტაჟირების ფარგლებში გპირდებით, რომ შეიძენთ უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას. ამიტომ თუკი ამ ტექსტს კითხოლობ, ნუ დაკარგავ დროს და გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი რუსთავში.

გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია