Робота для біженців з України
ტენდერ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერ მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრაკონ
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
კომპანია "ინფრაკონ"-ი აცხადებს ვაკანსიას ტენდერ მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1500

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროფილის შესაბამისი ტენდერების მოძიება; შეფასება და დამუშავება;
** სატენდერო განხილვებისა და ვადების კონტროლი;
** ტენდერების საინფორმაციო ბაზის წარმოება;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება სამომავლო ბიზნეს ურთიერთობებზე;

სატენდერო წინადადების წარსადგენად საჭირო ისეთი დოკუმენტაციის მომზადება, როგორიცაა:

** მოცულობათა უწყისის (ხარჯთაღრიცხვის) წინასწარ შემუშავებული ფორმების დამუშავება;
** მოცულობათა უწყისის (ხარჯთაღრიცხვის) თანახმად განსაზღვრული მასალების მომწოდებლებისა და კონკურენტული ფასების მოძიება;
** გეგმა-გრაფიკების მომზადება სატენდერო პირობების შესაბამისად;
** სხვა, სატენდერო პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სისრულეში მოყვანა და ხელშეკრულების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რამდენიმე საქმის ერთდროულად წარმოების უნარი
** მაღალი კომუნიკაბელურობა და მოქნილობა
** სხარტი აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა და სწრაფად მუშაობის უნარი
** წერილობითი და ზეპირი რეპორტების მომზადება ხელმძღვანელისთვის

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.მისამართზე: jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტენდერების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე