Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668828&print=yes&view=jobs
 
საწყობში Reach Truck ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობში Reach Truck ოპერატორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს საწყობში Reach Truck ოპერატორის ვაკანსიას

სამუშაოს აღწერა:

** საწყობის ტექნიკის (Reach Truck) მართვა და შიდა გადაადგილების დავალებების შესრულება;
** მიღებული პროდუქციის განთავსება შესაბამისი მისამართების მიხედვით;
** პროდუქციის გადაადგილება სამარაგო თაროებიდან საცალო თაროებზე;
** საწყობის ოპტიმიზაციის მიზნით საჭირო სხვა გადაადგილებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უპირატესობაა;
** ყურადღებიანობა, დაკვირვებულობა და სიფრთხილე;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო ლოკაცია: ლილო, იუმაშევის ქ. 14, "ლილო 1"-ის ტერიტორია;
სამუშაო განრიგი: 9:00-18:00

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17.10.2025 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/WHpYyd9IvI
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია