Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668814&print=yes&view=jobs
 
ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
ქართული-ავსტრიული ორგანიზაცია ა (ა)იპ "ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება" (ჰოლისი) აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსი
** ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული, "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" ჩატარებული სასერტიფიკატო კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, P, B ან A დონის სერტიფიკატი) სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა ტრენინგის გავლა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სპეციალური პედაგოგი, ფსიქოლოგი.
** ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება;
** შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება;
** ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგების კონსულტირება;
** ბავშვის პირადი საქმის წარმოება;
** საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;
** ბავშვის უფლებების ადვოკატირება;
** სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის დირექტორთან.

მოთხოვნები:

** ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება;
** ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა;
** მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება;
** ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** პროფესიული განვითარების სურვილი;

უნარ-ჩვევები:

** მიღწევის მაღალი მოტივაცია;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის პრინციპი;
** დროის კარგი მენეჯმენტი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 8:00-დან 17:00 საათამდე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე shst2022@gmail.com

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია