Робота для біженців з України
ფიზიკური თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკური თერაპევტი
მომწოდებელი: ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
ქართული-ავსტრიული ორგანიზაცია ააიპ "ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება - ჰოლისი" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
** ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** კლიენტის ფიზიკური განვითარების (ნატიფი და მსხვილი, მოტორული ფუნქციების) შეფასება და გადაფასება;
** ინტერვენციის გეგმის გაწერა;
** მშობელთა კონსულტირება საჭიროების შემთხვევაში;
** ფიზიკური თერაპიული ჩარევა სამუშაო პროცესში;
** მხარდამჭერი დამხმარე საშუალებების შერჩევა და მორგება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის და ორგანიზაციული დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში ორთოპედთან ვიზიტის დროს კლიენტის თანხლება;
** ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობა, კომუნიკაციის დამყარება თანამშრომლებთან;
** ინფორმაციის გაზიარება, პროფესიული კონტაქტი საერთაშორისო ექსპერტებთან;
** სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის დირექტორთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას (ავსტრიულ ცენტრებში ვიზიტები გამოცდილების გაზიარების მიზნით).

სამუშაო განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 8:00-დან 17:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე shst2022@gmail.com

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე