Робота для біженців з України
სატვირთო ოპერირების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატვირთო ოპერირების აგენტი
მომწოდებელი: Geosky
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
შპს ავიაკომპანია "ჯეო სქაი" აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ოპერირების აგენტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
დასაქმების ფორმა: დღე-ღამის ცვლა

ძირითადი მოვალეობები:

** პასუხისმგებელია სატვირთო ტერმინალებთან, მიწისზედა მომსახურე კომპანიებთან, ტვირთის გამგზავნთან და მიმღებთან კომუნიკაციაზე ელ-ფოსტით, ტელეფონითა და სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით.
** უზრუნველყოფს უწყვეტ კომუნიკაციასა და კოორდინაციას ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან და სხვა დეპარტამენტებთან, რომლებიც ჩართულნი არიან სატვირთო ოპერაციების ციკლში.
** უზრუნველყოფს, რომ გამგზავრების აეროპორტი დროულად გადასცემს საჭირო დოკუმენტაციასა და შეტყობინებებს (FFM, FHL, FWB, სატვირთო მანიფესტი და ა.შ.) დანიშნულების აეროპორტს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს ამ პროცესში.
** უზრუნველყოფს, რომ საბაჟოსთვის საჭირო დოკუმენტები (ICS 2) მიღებულია, ატვირთულია სპეციალურ სისტემაში, გადაგზავნილია შესაბამის სადგურებზე და დადასტურებულია მათი მიღება.
** მონაწილეობს მომხმარებელთა ან სატვირთო დამმუშავებლების მხრიდან წამოჭრილი საკითხებისა და პრეტენზიების გადაჭრაში, რომლებიც დაკავშირებულია სატვირთო ოპერაციებთან.
** ამზადებს სატვირთო დოკუმენტაციას, მათ შორის ავიაზედდებულსა და სატვირთო მანიფესტს საჭიროების შემთხვევაში.
** აკონტროლებს სატვირთო პალეტების მოძრაობას აეროპორტებს შორის, რათა უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა საჭირო ადგილებზე; ინახავს ზუსტ აღრიცხვას ყველა აეროპორტის მასშტაბით.
** უზრუნველყოფს დაკარგული ან არასწორად გადამისამართებული პალეტების დროულ პოვნასა და გადაგზავნას; თანამშრომლობს კომპანიის სხვა გუნდებთან, რათა გააუმჯობესოს პალეტების გადაადგილების პროცესი.
** ხელს უწყობს მორიგეობების გამართულ გადაბარებას - ამოცანაა, რომ მომდევნო აგენტმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ყველა შესაბამის საკითხზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე;
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ავიაციის სფეროში მუშაობის გამოცდილებით;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა და ეფექტური ურთიერთობის უნარი;
** დამაჯერებელი და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობა;
** პროფესიულ ტრენინგს;
** სხვადასხვა უნარის განვითარების შესაძლებლობას ავიაციის სფეროში;
** გუნდურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@airgeosky.com

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სატვირთო ოპერირების აგენტი".

კონფიდენციალურობა:

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაიმ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@airgeosky.com; ან/და ტელეფონის ნომერზე 591 10 30 98

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "იურიდიული მხარდაჭერისა და მონაცემთა უსაფრთხოების ცენტრი DPO@airgeosky.ge; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

"გატყობინებთ, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა და შეფასება. თქვენი მონაცემები არ გაიცემა მესამე პირებზე თქვენი ნებართვის გარეშე და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე