დასახელება:
ბრენდის და გაყიდვების განვითარების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აგრონოვაცია
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
შპს "აგრონოვაცია" არის აგრარული სექტორისთვის ისეთი თანამედროვე პროდუქტებისა და ტექნოლოგიების იმპორტიორი კომპანია როგორიც არის - წვეთოვანი და დაწვიმებითი სარწყავი სისტემები, სასათბურე ტექნოლოგიები, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების სათესლე მასალები. ჩვენი ქსელით ფერმერებს ასევე მიეწოდება მაღალი ხარისხის პესტიციდები და აგროქიმიკატები.
შპს "აგრონოვაცია" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის და გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქციები:
** ბრენდის განვითარება და გაყიდვების პროცესის მართვა
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** საცალო, სადილერო და სატენდერო გაყიდვების შეთავაზებების მომზადება
** საცალო მაღაზიების ქსელის და შესაბამისი კადრების მართვა თბილისსა და რეგიონებში
** არსებულ და პოტენციურ მსხვილ მომხმარებლებთან (ფერმერებთან) რეგულარული ვიზიტის ორგანიზება პირადად და რეგიონალური გაყიდვების კადრებისადმი დელეგირებით
** დროის 20%-ით რეგიონული მაღაზიების, შესაბამის გაყიდვების კადრების და მომხმარებლების (ფერმერების) სამართავად ფიზიკური ვიზიტები
** რეგიონული კადრის და კომპანიის მენეჯმენტის გაყიდვების კომპეტენციის განვითარებაზე ზრუნვა
** ალტერნატიული გაყიდვების არხების მოძიება
** კატეგორიების მიხედვით გაყიდვების გეგმის მომზადება
** გაყიდვების სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა
** გაყიდვების სრული ციკლის მონიტორინგი საბოლოო ანგარიშსწორებამდე
** გაყიდვების სტიმულირება, მარკეტინგული და სოციალური მედიის აქტივობების დაგეგმვა
** CRM-ის დანერგვა
აუცილებელი კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოფლის მეურნეობის სფეროში
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და/ან მარკეტინგის სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** შემოქმედებითობა და ინიციატივობა
** კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა
** დამოუკიდებლად და გუნდთან მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
** ადგილი: თბილისი, აკ.ბელიაშვილის ქუჩა #130
** გრაფიკი: სრული სამუშაო კვირა
** ანაზღაურება: 4000 ლარიდან და დამატებით საბონუსე სისტემა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე" (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@agronova.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ბრენდის და გაყიდვების განვითარების მენეჯერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ვაკანსიის ფარგლებში პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის წარდგენით, ჩვენ გვანიჭებთ უფლებამოსილებას განვახორციელოთ მათი დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე, რათა მომავალში შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების უპირობა დაცვა, ისევე როგორც ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან თანხმობის სათანადო წესით მოპოვების ვალდებულება.
|
|
|
|