დასახელება:
აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი
|
მომწოდებელი:
ტერა ლიზინგი
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
ტერა ლიზინგში ვეძებთ აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსს.
ჩვენ შესახებ
"ტერა ლიზინგი" ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის 45 მლნ. ლარის ოდენობის პორტფელს ფლობს. მას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც საწყის ეტაპზე დააფუძნეს ფინტექ სტარტაპი bizon.ge, შემდეგ კი ტერაბანკთან პარტნიორობით ჩამოაყალიბეს სს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, პრინტინგი და სხვა. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსების და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.
როლის შესახებ
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, ანალიტიკურად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და მხარს დაუჭერს სწრაფად მზარდ კომპანიას ლიზინგის აქტივების მართვის მიმართულებით. აღნიშნული პოზიცია მათთვისაა, ვისაც აქვს ლიდერული უნარები, შეუძლია გუნდის მართვა, ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა, პროცესების ოპტიმიზაცია და მოლაპარაკებების წარმოება, არის დეტალებზე ორიენტირებული და კარგად აცნობიერებს რისკების მართვის მნიშვნელობას ფინანსურ ინსტიტუტში და კონკრეტულად ლიზინგის სფეროში. პოზიცია დაექვემდებარება რისკების დირექტორს.
პოზიციის მოვალეობა იქნება:
** აქტივების მართვის დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
** დეპარტამენტის სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაზრდა
** აქტივების მართვის თანამშრომლების და ინსპექტორების ჯგუფის მართვა, მოტივაცია, ტრენინგი და განვითარების ხელშეწყობა
** სალიზინგო აქტივების (მანქანა-დანადგარები, ტექნიკა, აპარატურა) ინსპექტირების ხარისხის კონტროლი
** გარე და შიდა შემფასებლებთან თანამშრომლობა და მათი შეფასების ანგარიშების ანალიზი
** GPS კომპანიებთან თანამშრომლობა და GPS სისტემის მონაცემების ანალიზი
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მართვა
** აქტივების დაზღვევის პირობების და დაზღვევის ხელშეკრულებების ანალიზი
** სადაზღვევო ზარალების რეგისტრაციისა და ზარალების ანალიზის კონტროლი
** დასაკუთრებული აქტივების მართვა
** სალიზინგო აქტივებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შემცირების რეკომენდაციების შემუშავება
** სალიზინგო აქტივებთან დაკავშირებული კონტრაქტების პირობების ანალიზი და რისკების იდენტიფიცირება
** მენეჯმენტისთვის სხვადასხვა საჭირო ანგარიშგებების მომზადება
** გარე პარტნიორებთან (სადაზღვევო, საშემფასებლო, სატრანსპორტო, GPS კომპანიები) ურთიერთობის მართვა, მოლაპარაკებების წარმოება
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, სადაზღვევო და საბანკო საქმის, სატრანსპორტო ან მსგავსი მიმართულებით.
** მინიმუმ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქტივების მართვის/შეფასების/დაზღვევის/რისკების მიმართულებით
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ფინანსურ სექტორში (სალიზინგო/საბანკო სფერო) სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად წერის და მეტყველების უნარი
** ლიდერობა და გუნდის მართვის მაღალი უნარი
** მოლაპარაკებების მაღალი უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** აქტივების (მოძრავი ან უძრავი ქონების) შეფასების საბაზისო ცოდნა
** რისკების მართვისა და კონტრაქტების ანალიზის უნარი
** Microsoft Office კარგი ცოდნა
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 42 (სანდრო ეულის ქ. 7)
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** სამუშაო სტილი: ჰიბრიდული, კვირაში 1 დღე - დისტანციურად
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: info@teraleasing.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: "აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერა ლიზინგი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერა ლიზინგში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერა ლიზინგი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|