Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668759&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ბუტიკი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუტიკის კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენი ბუტიკი აერთიანებს ქართველი დიზაინერების უნიკალურ კოლექციებსა და ატელიეს მომსახურებას. მაღაზია არის სივრცე, სადაც თანამედროვე დიზაინი, ინდივიდუალური სტილი და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ განსაკუთრებული შოპინგ-გამოცდილება და მათთვის შევქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ როგორც მზა კოლექციების შეძენას, ასევე ინდივიდუალური შეკვეთების გაკეთებას.

მდებარეობა: თბილისი, მოსაშვილის ქ. 9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00)
დასვენების დღეები: შაბათი, კვირა

მთავარი მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და მომსახურება მაღაზიაში
** პროდუქციის ასორტიმენტის კარგად ცოდნა და რეკომენდაციების მიცემა
** გაყიდვების პროცესის მართვა (გაყიდვის განხორციელება, შეკვეთის გაფორმება, თანხის მიღება)
** საქონლის გამოფენა/განთავსება მაღაზიაში ვიზუალური სტანდარტების მიხედვით
** მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგება
** მაღაზიაში სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა

კვალიფიკაცია და უნარები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობაში (ბუტიკი, ტანსაცმელი, აქსესუარები ან კოსმეტიკა სასურველია)
** კომუნიკაციური უნარები - მომხმარებელთან ურთიერთობის გაბმა, თავაზიანობა და ყურადღება
** გაყიდვების უნარი - პროდუქტის სწორად წარდგენა და გაყიდვის უნარი
** საუკეთესო პრეზენტაბელობა - მოვლილი იერი და პროფესიული ქცევა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა - დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართული ენის კარგად ცოდნა, რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე
** კომპიუტერული საბაზისო პროგრამების ცოდნა (POS, Word/Excel)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ესთეტიკურ სამუშაო გარემოს
** სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას
** პერსონალური განვითარებისა და გაყიდვების უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას
** თანამშრომელთა შეღავათებს მაღაზიაში

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: Chezeux.atelier@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591119516
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია