Робота для біженців з України
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ლიდერ-ფუდი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.

შპს "ლიდერი-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს დისტრიბუტორის პოზიციაზე:

დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 35-40 საათიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები მოიცავს დისტრიბუტორის საქმიანობას:

** კომპანიაში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** "დამსაქმებლის" ცენტრალური საწყობიდან სარეალიზაციო პროდუქციის მიღება, დახარისხება და დასაწყობება;
** ყოველდღიური შეკვეთების შესაბამისად დისტრიბუციისათვის სარეალიზაციო პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებებში დასატვირთად მომზადება და დატვირთვა;

აუცილებელი მოთხოვნა:

** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2025 წლის 10 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@liderfood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე