Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯეო დეკორი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
კომპანია "ჯეო დეკორი" ავეჯის მასალების კომპანია აცხადებს ვაკანსიას - საწყობის ოპერატორი.

"ჯეო დეკორი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების იმპორტიორ კომპანიას.

მომხმარებლებს სთავაზობს უახლესი დიზაინის გამძლე და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამის საავეჯე მასალებს, ასევე ავეჯის დასამზადებლად თანამედროვედ აღჭურვილ საწარმოში ხდება კლიენტების მოთხოვნილებებზე მორგებული უმაღლესი დონის მომსახურება (დაჭრა, დაწიბოვება, სნს მომსახურება).

ლოკაცია: თბილისი, ფეიქართა 12, ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია) მეტრო ღრმაღელიდან 10 წუთი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
** შესვენება - 1 საათი;
** დასვენების დღე - კვირა;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის ხარჯზე;
** შვებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პასუხისმგებლობები:

** საწყობის ავტომატიზებული სისტემის ეფექტური მართვა
** საქონლის მიღება, დალაგება და ინვენტარიზაცია
** შეკვეთების შეგროვება და დროული მომზადება საწარმოში გადასაცემად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება საწყობის ან ლოგისტიკის სფეროში
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, WMS სისტემები)
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობა

ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geodecor.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის ოპერატორი".

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე