დასახელება:
საცალო მარკეტების პრისელერი - Mondelez
|
მომწოდებელი:
მეგაკო თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
შპს "მეგაკო" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 1996 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Mondelez International (Alpen Gold, Milka, korona, OREO, Tuc, Barni, Dirol, Юбилейное, ჩიფსი Люкс) და Jacob Douwe Egberts (ყავა Jacobs Monarch, Carte Noire). კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.
კომპანია მეგაკო აცხადებს ვაკანსიას საცალო მარკეტების პრისეილერი Mondelez-ის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
მოთხოვნები:
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
სახელფასო ანაზღაურება: საშუალოდ 2800 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: mariam.godabrelidze@megako.ge 2025 წლის 10 ოქტომბრამდე გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისეილერი Mondelez/თბილისი სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|