Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: პონტუს გონიო
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
შპს "პონტუს გონიო" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. 50,
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიის მიმდინარე პროექტების კონცეფციის შესაბამისად ციფრული და ბეჭდური სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა, მათ შორის: ბროშურები, ფლაერები, ბანერები, სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო ვიზუალები;

სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კომუნიკაციისთვის საჭირო ვიზუალების შექმნა, მათ შორის:

** ანიმაციური ვიდეო რგოლის დამზადება, არსებული ვიდეო კადრების დამუშავება და საიმიჯო ვიდეო-რგოლის შექმნა;
** შერჩეული კონცეფციის მიხედვით ვიზუალის შექმნა;
** საჭიროებისამებრ, სხვადასხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა და საბეჭდი ფაილის გამზადება;
** საჭიროებისამებრ, კომპანიის ბრენდის კონცეფციის შექმნა;
** საჭიროებისამებრ, შეხვედრებზე/მოლაპარაკებებზე დასწრება, რაც უკავშირდება კომპანიის პროექტებს;
** საჭიროებისამებრ, კომპანიის მიერ დაგეგმილ ფოტო ან ვიდეო გადაღებაზე დასწრება;
** შექმნილი ვიზუალური მასალების არქივის წარმოება;
** კომპანიის მარკეტინგის, გრაფიკულ და 3დ დიზაინერთან ერთად გუნდური მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამების ცოდნა: Corel Draw, Adobe Illustrator, Adobe Photoshop და Adobe After Effects ან Adobe Premiere Pro;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით (სასურველია სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიაში ან/და სარეკლამო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება).
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გრაფიკული დიზაინერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ, რეზიუმე და თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს და პორტფოლიოს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პონტუს გონიო"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "პონტუს გონიოში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე