დასახელება:
დასუფთავების სუპერვაიზორი
|
მომწოდებელი:
Qstay Gratus
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
თანამედროვე (28 ნომრიანი) აპარტ-ჰოტელი Qstay Gratus Tbilisi -ი ეძებს გუნდის ახალ წევრს დასუფთავების სუპერვაიზორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
ანაზღაურება: 1700 ლარი
აუცილებელი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების დეპარტამენტში ცვლის უფროსის ან უფროსი დიასახლისის პოზიციაზე
** უპირატესობად ჩაითვლება სასტუმრო სფეროში სამუშაო გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში სისუფთავის უზრუნველყოფა; (ნომრები და საზოგადოებრივი სივრცეები)
** დიასახლისების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
** საჭიროების შემთხვევაში ახალი თანამშრომლების მოძიება, საორიენტაციო ტრენინგების ჩატარება
** შესაბამისი აღჭურვილობის, ჰიგიენური და დასუფთავების საშუალებების მარაგების კონტროლი
** სასტუმროში დაკარგული ნივთების აღრიცხვა და დაწესებული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** სტუმრის კმაყოფილების შემოწმება
პიროვნული თვისებები და უნარები:
** სისუფთავისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროულად და ხარისხიანად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ:
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო
** ჯანმრთელობის დაზღვევა
თუ თქვენ ხართ სტუმრებზე ორიენტირებული, ენთუზიაზმით სავსე ადამიანი და გსურთ გახდეთ Qstay Gratus Tbilisi-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nino@qstay.ae ან დაგვიკავშირდით დამატებითი კითხვებისთვის: (+995) 514 44 44 80
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "Qstay Georgia" -სთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|