Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "Campa" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი, კვირაში 5 დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი კოეფიციენტების საშუალებით მომგებიანობის და გადახდისუნარიანობის შესაფასებლად
** გაყიდვების დეტალური ანალიზი: პროდუქტის, რეგიონების, დისტრიბუტორების და არხების მიხედვით
** გაყიდვების პროგნოზის მომზადება სეზონურობისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით
** პროდუქტების თვითღირებულების ანლიზი (COGS) და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების მიძიება
** KPI-ების გაანგარიშება (გაყიდვები, მომგებიანობა, დისტრიბუციის ეფექტიანობა) მონიტორინგი და ანგარიშგება
** საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობა: წლიური, კვარტალური ბიუჯეტების მომზადება, ფაქტისა და ბიუჯეტის ანალიზი, გადახრების მიზეზების იდენტიფიცირება
** ახალი პროექტებისა და ინვესტიციების ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის შეფასება (ROI, IRR, NPV და სხვა მაჩვენებლების გათვლით) WACC გაანგარიშება.
** დეტალური ფინანსური მოდელების შექმნა და სენსიტიურობის ანალიზი
** მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სხვა რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Excel-ისა და ფინანსური მოდელირების მაღალ დონეზე ცოდნა
** Power BI-სთან და SQL-თან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია გამოცდილება ავტომატური რეპორტების აწყობის Power BI-ში
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა
** ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და რაოდენობრივი აზროვნების უნარები
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@campa.ge
სათაურის ("subject") ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კამპა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე