Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
"ლიბერთი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი. ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკომუნიკაციო კალენდრის მართვა;
** მიმართულების დირექტორის ყოველი სამუშაო კვირის დაგეგმვა;
** შვებულებების ფაილის წარმოება;
** მიმართულების მეილჯგუფების მართვა;
** HR პორტალზე თანამშრომლების ინფორმაციის კონტროლი
** შეხვედრების/კონფერენციების/სხვა ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტრინგი;
** მივლინებების ორგანიზება, წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების დოკუმენტაციის მომზადება;
** სატელეფონო ზარების მიღება და გადამისამართება;
** კორესპონდენციის წარმოება, არქივაცია და გადამისამართება;
** საჭიროების მიხედვით წერილების და სხვა დოკუმენტების შედგენა და გაგზავნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office- Word, Excel, PowerPoint; ელ. ფოსტის პლატფორმები (Outlook, Gmail და სხვ.)
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა/პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2025 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz

განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე