დასახელება:
პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახურში.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
ძირითადი მოვალეობები:
** საოპერაციო პროგრამების მხარდაჭერის გაწევა
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის მოზიება/კორექტირება,
** დაფიქსირებული ხარვეზის დეტალური აღწერა და დაფიქსირება შემდეგი საფეხურის მხარდაჭერის გუნდთან.
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონზე, Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნეს პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფიზიკა მათემატიკის ან ინფორმაციულ ტექნოლოგიების კუთხით;
** SQL-ის საბაზისო ცოდნა;
** PostgreSQL, MSSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** სასურველია IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება საოფისე პროგრამებისა და მათემატიკის ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სიახლეების სწავლის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მართვა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - Junior Application Support Specialist
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
|
|
|
|