დასახელება:
ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების უმცროსი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუთსორსული საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური მომსახურება, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების ადმინისტრირება და მართვა, IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA Georgia" და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.aacc.ge
"AACC"-ის გუნდში ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე ახალ წევრს ვეძებთ!
რას გთავაზობთ?
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (9:00 - 18:00 სთ);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის #61, ბიზნეს-ცენტრი: "მოზაიკა"
** ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ფინანსური აღრიცხვის წარმართვა, თვიური და წლიური ანგარიშგებების მომზადება;
** საბუღალტრო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორების ნაშთების კონტროლი;
** საბალანსო ანგარიშებისა და მათი ნაშთების კონტროლი (მთლიანი ბრუნვითი უწყისი);
** დეკლარაციების მომზადება (საშემოსავლო, განაცემები, დღგ, საპენსიო, მოგება და ქონება, ორმაგი დაბეგვრა (ფორმა 1);
** სტატისტიკის დეკლარაციების მომზადება;
მოთხოვნები, მოლოდინები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტრული/ფინანსური ან/და ეკონომიკური მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Excel მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების უმცროსი მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|