Робота для біженців з України
სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
სტაჟიორის ვაკანსია - თბილისის ფილიალებისთვის (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)

გსურთ კარიერის დაწყება საბანკო სფეროში?

გეძლევათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ჩვენს გუნდს თბილისის ფილიალებში სტაჟიორის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებად სტაჟირებას
** რეალურ საბანკო პრაქტიკას და გამოცდილებას
** პროფესიულ განვითარებას და სწავლების შესაძლებლობას
** კარიერის გაგრძელების პერსპექტივას სტაჟირების დასრულების შემდეგ

მოთხოვნები:

** 3-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** დაინტერესებული საბანკო სფეროთი და სტაჟირებით
** ინგლისური ენის ცოდნა
** პასუხისმგებლიანი, მოტივირებული, ენერგიული, სიახლეების სწრაფად ათვისების უნარით
** თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და გსურს კარიერის დაწყება დინამიურ და სტაბილურ გარემოში - შემოგვიერთდი!

გამოგვიგზავნე შენი CVვაკანსიის დასახელებით — "სტაჟიორი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 05/10/2025

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22

geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე